пятница, 31 мая 2013 г.


საშინაო დავალება


1. პროექტის სახელწოდება:     გვიყვარდეს  დედაბუნება
2.პროექტის მთავარი იდეა(ტემა) 1-2 წინადადებით:                                                                    ავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას, ბუნებას, გარესამყაროს. დავიცვათ იგი, გავუფრთხილდეთ ბუნებრივ და ადამიანურ რესურსებს.
3.პროექტის აქტუალობა;დედამიწა საფრთხის წინაშე დგას, რასაც მოწმობენ გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები, ტემპერატურის მკვეთრი მატება, მტკნარი წყლის დეფიციტი,მყინვარების დნობა  და ტექნოგენური კატასტროფები.
4.პტოექტის მიზნები:                                                                                                                          დემამიწა ჩვენი საერთო სახლია, ვიცნობდეთ გარესამყაროს, ვაანალიზებდეთ და ერთად ვაფასებდეთ რისკებს, ერთად დავსახით გეგმები,   ვიზრუნოთ ჩვენი საეროო სახლის გადასარჩენად.
5. მონაწილეთა ასაკი:  13-16 წელი/
6  ვადები/ხანგრძლივობა:  3 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება რომ შეიქმნას: მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა; გარემოსადმი სათუთი დამოკიდებულება,  დასუფთავებული სკოლის ეზო, ქუჩები, გაშენებული ნარგავები; შიდა სასკოლო საკონფერენციო თემები. კომუნიკაცია და იფორმაციის გაცვლა, თანამშრომლობა  საქართველოს მწვანეებთან.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:წიგნები, ლექციები, ექსკურსიები, ენციკლოპედია, ინტერნეტი, პროექტორი,ნერგები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):   ოსწავლეების მიერ სკოლის ეზოსა და შემოგარენის დასუფთავება; სკოლის ეზოსა და ნაკვეთში ნარგავების დარგვა; კედლის გაზეთის გამოშვება; შიდა სასკოლო კონფერენციის ჩატარება გარემოს დაცვის თემაზე (თემაში მოყვანილი იქნება მათ მიერ მოძიებული ფოტოები,ვიდეოები, საგანგაშო სტატისტიკა,  ქართველი და უცხოელი მეცნიერების პროგნოზები,პლანეტის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების ზრდის დინამიკა, და ბოლოს,არაერტი კლასიკოსის შედევრებიადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულებაზე(ლექსები, ნახატები, ფილმები და ა შ)
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ბიოლოგია,ეკოლოგია, გეოგრაფია, სამოქალაქო ეკონომიკა, სამოქალაქო განათლება,  ინფორმაციული ტექნოლოგიები,  რუსულ და ინგლისურ ენებზე ინფორმაციის მოძიება,  სამედიცინო და სამეცნიერო შრომები.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაკა მელქაძე
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:         makamelkadze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   :makamelkadze.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий